- პროგრესული გადასახადები
- ფილოსოფია, რომელიც პროგრესული საგადასახადო განაკვეთების სისტემის საფუძველში ძევს, გულისხმობს, რომ შეძლებული კლასების შემოსავლებისა და ავლა-დიდების ხელყოფა უსასრულოდ არის შესაძლებელი. ის რის გაცნობიერებასაც ამ გადასახადების მომხრეები ვერ ახერხებენ, არის ის, რომ საშემოსავლო გადასახადებისგან გადარჩენილი უდიდესი ნაწილი კი არ დაიხარჯება, არამედ დაზოგილი და დაბანდებული იქნება. სინამდვილეში, ეს საგადასახადო პოლიტიკა არა მხოლოდ კაპიტალის შემდგომ დაგროვებას აბრკოლებს, არამედ არსებული კაპიტალის გაფლანგვასაც იწვევს. სადღეისოდ დიდ ბრიტნეთში საქმის ვითარება სწორედ ასეთია.Source: ლიბერალიზმი და ძალაუფლება: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004
Georgian encyclopedia. 2013.